12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:27:29, 1362 ნახვა

პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი საქართველოს არ ეწვევა - ვიზიტი ბაქოში და ერევანში შედგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 11-12 ოქტომბერს ერავნში დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტს დაესწრება. 

გარდა ამისა, მაკრონი აზერბაიჯანშიც ჩავა, სადაც არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის საკითხს განიხილავენ.

რაც შეეხება საქართველოს, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში ჯერჯერობით არ იგეგმება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მაღალი დონის ვიზიტზე მუშაობა დიპლომატიური არხებით გაგრძელდება. 

"ეს არ გახლავთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეგიონალური ვიზიტი, იგი ერევანს ესტუმრება ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით. ჩვენ საფრანგეთთან გვაქვს უაღრესად წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა , მათ შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრები, რისი დასტურიც იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში, სადაც აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტზე მუშაობა გაგრძელდება დიპლომატიური არხებით", - აცხადებენ დეპარტამენტში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics