|
2018-10-09 13:02:18, 1414 ნახვა
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილი ზაზა ოქუაშვილისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ამის შესახებ ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზაზა ხატიაშვილმა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „დილიჯენსის“ დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია. ასევე ადვოკატმა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-სა და „იბერიას“ მიმართა და მოუწოდა, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების გავრცელება შეწყვიტონ. „ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისგან მიღებული ზარალის ოდენობა. სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ. ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ ჩვენ მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს და დაადასტურონ ჩვენი სიმართლე. ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალისა თუ ვერსიის წარდგენისა და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს. მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს. ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „დილიჯენსის“ 3 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანსა და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გავრცელება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 12 სექტემბერს დაიწყო.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)