2018-10-08 18:01:30, 1577 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მე ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დედოფლისწყაროში ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლებს ტყუილ დაპირებებს არ მისცემს.
„აუცილებელია, ადამიანმა გაიგო, რა თემებზე საუბრობენ კანდიდატები, რას სთავაზობენ. როგორც თქვენ ხართ თავისუფლები, სიმართლისმოყვარულები, დამოუკიდებლები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები ჩემი დაბადებიდან, წინაპრებიდან გამომდინარე ასევე ვარ მეცთავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი. სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ მე ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ", – განაცხადასალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ავტორი: ,