12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 17:28:12, 1813 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთია ტურიზმია

კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთი არის ტურიზმი, მაგრამ თავისი ძალიან სპეციფიკური ფორმის ტურიზმი,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

„რასაც წარმოადგენს თუშეთი საქართველოსთვის და დღეს უკვე მსოფლიოსთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაცული ტერიტორია, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, ეს არის ჯერ კიდევ ავთენტური, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. როგორ დავუბრუნდეთ იმას, რაც არის ჯერ გაურყვნელი. არ არის იმ მატერიალისტურ მსოფლიოში ჩართული, სადაც ყველა ყველას ჰგავს და ყველა ტურისტული ადგილი მეორეს ემსგავსება. ეს არის განსხვავებული და ძალიან ბევრი ადამიანი არის მსურველი, რომ იქ ჩავიდეს და ამას ეზიაროს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად ღირებული არის ეს სულიერად, მაგრამ ასევე მატერიალურად.  ეს უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ. თუ არ დავიცავთ როგორც საჭირო არის, მაშინ ჩვენც სხვებს დავემსგავსებით და დავკარგავთ იმას, რაც არის ყველაზე მიმზიდველი ყველასთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და დაფასება არის წინაპირობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics