17:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 15:20:24, 2530 ნახვა

პოლიტიკა
„აქსა მედიქალმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი კლინიკა გახსნა

თბილისში, ჭავჭავაძის 62-ში „აქსა მედიქალის“ ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა. 
„აქსა მედიქალის“ ორიენტირია ჯანდაცვის ბრიტანული მოდელი.  კლინიკის მთავარი მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურების, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მართვის ხარისხის გაუმჯობესება. 
კლინიკა მრავალპროფილურია: საოჯახო მედიცინა, ქირურგია, გინეკოლოგია,დერმატოლოგია, კარდიოლოგია, ალერგოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და  იმუნიზაცია. 
„აქსა მედიქალში“ ფუნქციონირებს ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის კაბინეტები, ლაბორატორიები, პირველადი დახმარების პუნქტი და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტი.  კლინიკაში ასევე მუშაობს პედიატრიული გუნდი, რომელიც შედგება პედიატრის, ბავშვთა ქირურგისა და ბავშვთა კარდიოლოგისგან. 
სპეციალისტები ადგილზე უზრუნველყოფენ კლინიკურ კონსულტაციას,მცირე ქირურგიულ ჩარევებსა და გეგმიურ იმუნიზაციას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „აქსა მედიქალის“ დირექტორმა ნინო კეკენაძემ აღნიშნა, კლინიკაში მომსახურების ფასები მოსახლეობის ყველა ფენისთვის არის ხელმისაწვდომი. 
„ჩვენს კლინიკაში   სამედიცინო მომსახურება პაციენტისთვის გამარტივებულად არის.  ამაზე მუშაობს პაციენტთა რეგისტრაციის უნივერსალური სისტემა, ამაზე მუშაობს ჩვენი სტაფის უწყვეტი სამედიცინო განათლება  და  ჩვენ პაციენტების  ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ.  პაციენტის ვიზიტი არ მთავრდება კლინიკიდან გასვლის შემდეგ, მოკითხვა, მისი მდგომარეობის გადამოწმება  გრძელდება ჩვენი მხრიდან.  ეს არის ჩვენი მთავარი მიზნები. კლინიკაში საშუალო საბაზრო ფასებია, რათა მოსახლეობის ყველა ფენისთვის იყოს ხელმისაწვდომი.  კლინიკაში ამბულატორიულ-ქირურგიული ჩარევები ტარდება, რომელიც არ საჭიროებს სტაციონარში დაყოვნებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ანუ ყველა სტანდარტს ვიცავთ“,-განაცხადა ნინო კეკენაძემ.
„აქსა მედიქალი“ დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის სხვადასხვა პროფილის სამედიცინო  პერსონალით, მათ შორის არიან: ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, მამოლოგი, უროლოგი, ანგიოლოგი, ყბა-სახის ქირურქგი, ნევროლოგი და ფსიქოლოგი.
„აქსა მედიქალი“ თბილისის მოსახლეობას follow-up სერვისსაც სთავაზობს, რაც ნიშნავს პერმანენტულ კონტაქტს პაციენტებთან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და კლინიკაში არსებული პროგრამების შესახებ  ინფორმაციის მოწოდებას; ასევე, ოჯახის ექიმებისა და ლაბორატორიის ბინაზე მომსახურების შესაძლებლობას.
„აქსა მედიქალი“ ორი კლინიკითაა წარმოდგენილი, რომლებიც განთავსებულია პეკინის 14-სა და ჭავჭავაძის 62-ში და 9:00-21:00 საათამდე მუშაობს.
მომხმარებლებს სპეციალური ცხელი ხაზი ემსახურება, რომლის ნომერიცაა: 205 32 32





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics