00:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 14:09:21, 1764 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა. 

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას. 

მხარეებმა მხამხმორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოების, სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს. 

აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და საერთო გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა სუამ-ის ფარგლებში წევრი ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მეტი მობილიზების აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ახალ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სუამ-ის ორი მნიშვნელოვანი დარგობრივი პროექტის, თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს თითოეულ მათგანს.

სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.    





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics