|
2018-10-05 11:28:18, 659 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე: ეს ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას
ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ახალი სამსახურის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე დაესწრნენ. სტუმრებმა ახალი შენობა და სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პერსონალს და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქობულეთისთვის, როგორც საკურორტო ქალაქისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწრაფო სამედიცინო ცენტრის არსებობა. "ჩვენი მედპერსონალისთვის, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურება მოქალაქეებს და ჩამოსულ ტურისტებს, მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ახალი ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას და გაზრდის ოპერატიულობას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ახალი ცენტრი, რომელიც რეგიონში გაიხსნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდებით და მაღალმთიან აჭარაშიც ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)