19:28 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 22:55:57, 401 ნახვა

პოლიტიკა
„ჩემი ახალი პოლიცია“ - უკრაინაში ეკა ზღულაძის ახალი რეფორმა დაიწყო

„ეს არის დასაწყისი უკრაინის შსს რეფორმისა, რაც ითვალისწინებს სრულ რეორგანიზაციას უკრაინის მილიციის,“ - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ მისი რეფორმა ითვალისწინებს ახალი სამსახურის - პატრულის ჩამოყალიბებას, რომლის ფუნქციები იქნება გაცილებით ფართო, ვიდრე დღეს არსებულ უკრაინის მილიციას გააჩნია.

ეკა ზღულაძის განმარტებით, რეფორმას რამდენიმე სტრატეგია აქვს.  ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაა, რაც ითვალისწინებს ახალ წესებსა და კანონებს.

ზღულაძის განცხადებით, უკვე იწერება უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროცესის დროს  შსს სრულად იქნება რეფორმირებული.

"ერთბაშად ყველაფერს ვერ შევცვლით, ამიტომ უნდა დავიწყოთ საიდანღაც,“ - ამბობს ეკა ზღულაძე.

მისი თქმით, სანამ დაიწერება ახალი კანონი პოლიციის შესახებ, მანამდე ხელისუფლება დაიწყებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც უკვე არის შემუშავებული და გადაწყვეტილი.

„პოლიციის რეფორმა იწყება დღეს. ასევე ახალი კადრების მიღებაც იწყება დღეს. მათ ახლებურად გადამზადებას დასჭირდება 6 თვე. ასე რომ, კონკრეტული შედეგი კონკრეტული რეფორმისა რამდენიმე თვეში გვექნება,“ - აცხადებს ეკა ზღულაძე.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ასევე ჩამოთვალა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია, ჰქონდეს პოლიციელს. ზღულაძის თქმით,  „ახალი სისხლის“ გარეშე ვერ მოხერხდება რეფორმა. უკრაინის რეფორმირებული პოლიცია კი არ იქნება არც ერთი ქვეყნის მაგალითის კოპირება. თუმცა, ევროპულ და ქართულ პოლიციასთან მას ექნება მსგავსება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics