|
2018-10-03 14:22:37, 1959 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც ჩემი მთავარი თემა იყო ტოლერანტობა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი ფასეულობა და რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, იმ აგრესიის მიუხედავად, რომელიც დღეს ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებობს და ძალიან ასუსტებს ჩვენს ქვეყანას შიგნიდანაც და გარედანაც. ასევე, გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე კულტურაზე, რადგან ამ რეგიონში, საზღვრისპირა მყოფ რეგიონში კულტურასა და იდენტობას აქვს დიდი დატვირთვა და ის, რომ ეს ხდებოდა მესხეთის თეატრში, რომელმაც აქამდე ცოცხალი მოიტანა ეს კულტურა, შეინარჩუნა ენა, ეს არის ძალიან დიდი საქმე და მინდა, რომ ამას ხაზი გაესვას, რადგან მე ვიქნები ამ კულტურის ელჩი ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებასთან და ასევე, ქვეყნის გარეთ, რადგან ჩვენი კულტურა არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ კულტურული საგანი, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი განუყოფელი საკითხი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ტურადღება გაამახვილა რეგიონებში კულტურის დაცვისა და განვითარებუს მნიშვნელობაზე: "როგორც კულტურის ელჩი ვიქნები ყველა კუთხით, ეს იქნება ახალი არამატერიალური იუნესკოს სიაში რომ შევიტანოთ მაგალითად მესხეთის ტერასები, რომელიც მიმაჩნია, როგორც მეგრული ოდა, ეს ყველაფერი უნდა გავიტანოთ და დავარეგისტრირებინოთ, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლები და ასევე, როგორც ელჩი ვიმუშავებ იმაზე, რომ ჩვენს თურქ კოლეგებთან ტაო-კლარჯეთის პროგრამები განვავითაროთ კიდევ უფრო და ამაში გამოვიყენოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც უთუოდ უნდა იყვნენ ჩართულნი დაფინასებისა თუ ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით." - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)