00:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 10:36:49, 3969 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 6 მინისტრი და გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ისინი პარტიებს „აყვავებულ სომხეთსა“ და „დაშნაკცუტუნს“ წარადგენდნენ. 

მედიის ცნობით, ფაშინიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ხელმოწერა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მრავალსაათიანი აქცია მიმდინარეობდა.  გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ის პრემიერის თანამდებობას დატოვებს. მანვე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

ცნობისთვის, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელმაც შესალოა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა დაუჭირეს, რომელსაც ორგანოში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ დეპუტატებმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics