23:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 15:52:33, 1232 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში რეგიონში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში შეიძლება უფრო კარგად მესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics