23:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 14:01:38, 1295 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ განცხადებით ასიამოვნა მათ ლიდერ სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი,  13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა განმარტებით, ქვეყანა ღრმა კრიზისშია და კრიმინალების ხელით იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს განცხადება „ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკეთეს.

„არასამთავორობო ორგანიზაციებმა ამ განცხადებით თავიანთი თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს. მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არ ელოდებიან არც გამოძიებას, არც პროკურატურას, არც სასამართლოს და ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო, მითუმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, რომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს არგუმენტებით - სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ ქმედებით მათ ასიამოვნეს თავიანთ ლიდერს სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს. მაგრამ ჩვენ ეს  სცენარი ნანახი გვაქვს და არც გვიკვირს, რადგან ამ ორგანიზაციების ლიდერი ეკა გიგაური გამოირჩევა 2007 წლის 7 ნოემბერს დარბევასთან დაკავშირებით. გუშინაც ვნახეთ, რომ ისინი სინქრონირებულად მოქმედებენ, რადგან სააკაშვილი ლამის გენპროკურორობას დაჰპირდა ეკა გიგაურს. სამწუხაროა, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამის ნაწილი ხდებიან. სააკაშვილის „re-make" ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა ბრიტანეთში საექსპერტო ბიუროს  მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რამდენიმე აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული და გაერთიანებულია.

„არც გვიკვირს ეს ფაქტი და მოსალოდნელიც იყო. მათ მონტაჟი და ფაქტების ფაბრიკაცია კარგად იციან და ფაქტია, რომ იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რითაც თავი დაგვამახსოვრეს იმ წლების მანძილზე, როცა მართავდნენ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომ ასეთი ინსტრუმენტები საზოგადოებაში არასდროს დადებითად არ აღიქმება და ავნებს მის ავტორებს" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics