|
2018-10-02 12:26:42, 3858 ნახვა
მსოფლიო
ლას-ვეგასში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო
ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლაб - ამის შესახებ The New York Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება 2009 წლის 13 ივნისის ინციდენტს, რომელიც ლას ვეგასში მდებარე სასტუმრო Palms Place-ში მოხდა. კერძოდ, 34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგა ამბობს, რომ რონალდომ ის გააუპატიურა. მისივე თქმით, ის ფეხბურთელს ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა, რის შემდეგაც მან ქალი საკუთარ ნომერში დაპატიჟა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 2009 წელს ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა არ უთქვამს ვინ იყო მოძალადე. 2018 წლის სექტემბერში მან საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება მოინდომა. გერმანულ გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიორგამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაუხადა. თავად რონალდუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და მაიორგას სურს, რომ მისი დახმარებით ცნობილი გახდეს. მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფიქცია უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)