|
2018-10-01 17:04:15, 1741 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით
„9 წელზე უნდა ვისაუბროთ დიდი ხანი, იმიტომ, რომ ის 9 წელი არ იყო უბრალოდ 9 წელი - ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი და ამიტომ, 9 წელზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. „დღემდე, გერმანიაში, ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაყავთ ბავშვები, იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს. თქვენ მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ", - მიმართა უმცირესობის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, მთავარი ღირებულება, რასაც წინა ხელისუფლება ეფუძნებოდა, იყო ადამიანების ღირსების შელახვა და წამება. „ჰოლოკოსტი რა იყო იცით? ადამიანის წამება და ადამიანის ღირსების შელახვა - ეგ იყო ჰოლოკოსტი და თქვენ ის მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ, რომ გქონოდათ საშუალება, მაგასაც გაქაჩავდით. მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნებით, ეგ იყო - ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილას, ნამდვილად არ ვისაუბრებდი. შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით. თქვენი ომახიანი საუბარი ნამდვილად არ შეიძლება, აქ ისმოდეს. ტონი უკვე განგისაზღვრეთ, ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და მასევე გიზამთ მომავალშიც",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძეს „ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ უპასუხა: „თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ომახიანობას. გაჩუმდით თუ შეიძლება. თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ხმას. ხმაში ვერ გადამფარავთ, ბატონო ირაკლი. დიახ, დღემდე გერმანიის მთავრობა აჩვენებს ახალგაზრდებს, თუ რა არ უნდა განმეორდეს. დღემდე ფაშისტური მთავრობიდან მოყოლებული, გერმანიის ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება ილაპარაკოს ფაშისტური გერმანიის შეცდომებზე, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას, რომელმაც გაასწრო ყველაფერში წინა ხელისუფლებას, ყავარჯნიან კაცს ახსენებდით წეღან, იმ ყავარჯნიან კაცში გყავთ ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ვერასოდეს განსაზღვრავთ ჩემი საუბრის ტონს“, - მიმართა ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)