23:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 12:47:55, 1429 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე- რა შუაშია ტელეკომპანიის საქმიანობა თუ თამბაქოს მწარმოებელი გადასახადებს არ იხდის

"უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ იმ ტიპის განცხადებები, რომლებიც ოქუაშვილმა გააკეთა, ღიმილისმომგვრელია.

„თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს ინფორმაცია დამატებით, შეუძლია, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს. მე არაერთხელ განვაცხადე - საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები, არის კანონის უზენაესობა, არსებობს გამოძიება, სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ნათლად შეაფასებს. ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს გამოძიებას ჩვენება და ინფორმაცია, რომელსაც ფლობს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, როდესაც ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ბატონ ოქუაშვილს, რაიმე ფაქტები აქვს, შეკრას ერთ პაკეტად და თავისი ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასეა, როდესაც ხდება ცივილურად საუბარი და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ამას აქვს რაღაც პროცესის შექმნის იმიტაცია, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა და დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები საზოგადოების დიდ ნაწილსაც უჩნდება", - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პრინციპული და მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდის საკითხისა და ტელეკომპანიის ფუნქციონირების თემების გამიჯვნა.

„ჩვენ უნდა გავყოთ, რაც პრინციპულია და რისი გაყოფაც, როგორც ჩანს, არ სურს ბატონ ოქუაშვილს. ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი უპასუხისმგებლობაა ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და მეტიც, უპასუხისმგებლობის ზენიტი ჩემი გადასახედიდან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ მისცა სახელმწიფომ „ომეგას" დავალიანების დაგროვების შესაძლებლობა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ დამსაქმებელი ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობაა.

„ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ სურს საქმიანობის გაგრძელება დაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდით. ჩემი ფინანსთა მინისტრობისას ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და ის კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა იმ ნაბიჯების გადავადება, რაც ამ პერიოდში დგება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორ დააგროვა მან ეს დავალიანება, აქ შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ, თუნდაც ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი მეგობრულია განწყობა ზოგადად ბიზნესის მიმართ და რამდენად მაღალია მხარდაჭერა, ყველა გადასახადის გადამხდელისადმი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics