23:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 11:22:56, 685 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება

ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა.

„დანაშაულთა გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგემლი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში. „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა: აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო; დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics