|
2018-09-30 22:48:42, 2034 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავი2-ის გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრება
სარდაფში ჩაკეტილი და ნაცემი ექსმინისტრი, რომელსაც ყოფილი პროკურორი გაუპატიურებით ემუქრება -„ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული ახალ ფარულ ჩანაწერებს "რუსთავი2" ავრცელებს. ეპიზოდი პირველი: ლევან ყიფიანი - ეს იყო ეს კონტრიბუცია და ეგრე ხდება რა და არი რაღაცა კონტრიბუციას გადიხარ, რომ ახალი ჩამოსული იყავი, რაღაცაა ის, ის გითხრეს შესაბამისად მიიღე და მე... ზაზა ოქუაშვილი - ახლა ივანიშვილთან შენ შემახვედრე ლევან ხო და ივანიშვილი რომ გეტყვის, რომ მოიტანეო 4 მილიონი და 5 მილიონი რა ვიცი იმის შემდეგ პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ შენ მანამდე დაპატიმრებული იყავი სარდაფში. ლევან ყიფიანი - მე ამაში რამეში ვარ შუაში? ზაზა ოქუაშვილი - არა ხარ შუაში? შენ არ იჯექი იქ? ლევან ყიფიანი - მერე, მერე რა რომ...“ მეორე ეპიზოდი: ზაზა ოქუაშვილი ხვდება სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს და სთხოვს მას ვითარებაში გარკვევას. ამის შემდეგ იწყება ამ ამბის მესამე, ანუ "სარდაფის" ეპიზოდი: ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ქვეყნის ერთ დროს მთავარი პროკურორი, რეალურად, ქვეყნის მთავარი კრიმინალია. მისი მფარველი კი - ბიძინა ივანიშვილი. ზაზა ოქუაშვილი - ავარია არ არის ეგ, სარდაფში ჩასვლა და ცემა-ტყეპა, მე ვიყავი ნაცემი , კოკი თუ ლევანი იყო მითხარი ერთი რა. ლევან ყიფიანი - რა შუაშია მეთქი, რა შუაშია მეთქი თქვენ რომ არ წამოხვედით იქ, შეიძლება სწორედაც ჩემს თავზე ავიღე იქ რაღაცეები. იქ რომ არ წამოხვედი რა დროსაც მოხდა და იქ მოხდა ის, რომ რა შუაში ხარ მეთქი შენ ამ თემაში მეთქი. მაგან გამოიწვია ეგ თემა. ზაზა ოქუაშვილი - ოთართან. ლევან ყიფიანი - მაგან ის როგორ კაცო, შეთანხმებული არიო, კაცმაო ისაო, მე შემითანხმაო, შენო იმის იმას რას ითვლიო და მაგიტომ მოხდა ეს, ისა და მე რაღაცა მტყუანის ესე და ისე მეთქი და... ზაზა ოქუაშვილი - ლევან მესმის, მაგან მომთხოვა მაგ კაცმა, მერე შენ წახვედი კვირიკაშვილთან და უთხარი, ეს ხომ არ გაგიჟდაო” ეპიზოდი მესამე: ზაზა ოქუაშვილი ისევ პირადად ხვდება ბიძინა ივანიშვილს, ლევან ყიფიანის თანდასწრებით. ლევან ყიფიანი - არა, კვირიკაშვილთან რაზე მივედი იცი, მეთქი ვინ არის ეს კაცი, ის არი პაგონებიანი? რა შუაშია არი მეთქი? - ეს უნდა გვეკითხა და გავიგეთ, რა. დაგვასწრო ამან რა. მე პრობლემები შემექმნა, კაცი მივიდა და მეუბნებოდა მე ვარო იმ კაცისგანო და მე ვერ დავიჯერე, მეც მიმყავს მეთქი, მეც იმ კაცისგან ვარ მეთქი. ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილისგანო. ლევან ყიფიანი - მისულები ვართ მეთქი, მე და ბატონი ზაზა იქ ვიყავით მეთქი და იქიდან ყველანაირი გვერდზე დგომა აღგვითქვა მეთქი ამ კაცმა. კარგიო, იმან ეს არ დაიჯერა, მერე მოხდა ჩვენ როცა მივედით იქ, დაგვხვდა ესეთი ისა, რომ ეს კაცი მეუბნება, რომ შენ ძმაო იქ მისულხარო და როცა ჩემთან დადიოდიო. ჰო ეგრე იყო? ზაზა ოქუაშვილი - კი ბატონო კვირიკაშვილთან მიხვედი და მაგან იცოდა წინასწარ. დათო დაგინახო დათო. რატომ ვამბობ იცი დათო? დათო - აგერ ვარ ზაზა. ზაზა ოქუაშვილი - გაგვირკვიე ეს საქმე, რა ვიცი მე იმიტომ რომ კაცო, კვირიკაშვილთან მიდის, მერე კონფლიქტი ხდება, ავარიას რომ ეძახის, სარდაფი და ამბავი, მერე კონფლიქტი ხდება, იმის მაგივრად რომ კვირიკაშვილს დაეწყნარებინა. მერე მივდივართ ივანიშვილთან და ივანიშვილმა თქვა, რომ გადასახდელიაო.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)