|
2018-09-28 19:19:07, 2437 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება - გაერო-ში მამუკა ბახტაძის გამოსვლამ უცნაური შეგრძნებები დატოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება. „ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რა დროსაც მან რუსეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს რაღაც „ახალი სამშვიდობო ინიციატივის“ განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამ გამოსვლამ უცნაური შეგრძნებები დატოვა. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ იმაში, რაც რეალობისგან შორს არის, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა „რუსი ოკუპანტები“. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტული ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას. როგორც ცნობილია, რუსეთი დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს, დაიწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. უმჯობესია, ქართულმა მხარემ გამოიყენოს შესაძლებლობა, მოყვეს თავისი შეთავაზებების შესახებ ჟენევის დისკუსიებზე, რომელსაც გაერო-სგან განსხვავებით, ესწრებიან ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები. ჯერჯერობით ასეთ შესაძლებლობას თბილისი უგულვებელყოფს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარები გაიყვანოს: „მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან! ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქციაც აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, როდესაც ერები, კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)