|
2018-09-28 14:04:59, 677 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - საინვესტიციო პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით განხორციელდება
28 სექტემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ" განკარგულების პროექტი განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში რეგიონის მიმართ ინვესტორთა მხრიდან გაზრდილ ინტერესს, რაც სამშენებლო, ტურიზმისა თუ სხვა კაპიტალდაბანდების მიმართულებით იკვეთება. აღინიშნა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის მთავრობამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ პროექტებზე. „მინდა შევეხო საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის ინტერესთა დაცვით უნდა განხორციელდეს. დღეს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი მოემსახურება ინვესტორთა მხრიდან ვალდებულებების გადახედვის წესს, რაც გულისხმობს შემდეგს: დღემდე დადგენილი ვალდებულებების გადავადება კვლავაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით, კერძოდ, ყველა ინვესტორს, ყველა საპრივატიზაციო ხელშეკრულების მხარეს მოეთხოვება წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია. ინვესტორთა მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში, სახელმწიფოს მიეცემა საშუალება მოახდინოს საგარანტიო თანხის გამოთხოვა", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა და იგი მთავრობის წევრთა ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. განკარგულების პროექტი 2019 წლის პირველ იანვრამდეა მოქმედი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)