|
2018-09-28 10:00:12, 2081 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა ის ძირითადი გზავნილები რაც ბახტაძემ გაეროში გააჟღერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. დავით ზალკალიანის შეფასებით უმნიშვნელოვანესია "თბილისის ფორუმის" შესახებ ინიციატივა, რომლითაც საქართველო გამოდის იდეით შავი ზღა და კავკასიის რეგიონი იქცეს კონფრონტაციისა და დაპირისპირებიდან, მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონად. "პრემიერის გამოსვლა იყო კონცენტრირებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღვანდელი მსოფლიოს წინაშეა, ასევე ამ გამოწვევებთან ეფექტიანი საშუალებებით გამკლავებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, მოგეხსენებათ რამდნიმე წლის წინ გაეროს ტრიბუნიდან საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა "აბრეშუმის გზის ფორუმის" გამართვა, რაც რეალობად იქცა და თავის შედეგებს იძლავა. დღეს გაჟღერდა ახალი ინიციატივა "თბილისის ფორუმთან" დაკავშირებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შავ ზღვაზე და კავკასიაზე ანუ რეგიონზე, რომელიც დაპირისპირების და კონფრონტაციის რეგიონიდან უნდა გადაიქცეს მშვიდობის და განვითარების რეგიონად, მნიშვნელოვანია, რომ იმის ინიციატორი გახლავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ასევე იმ გაკვეთილებზე და დასკვნებზე რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიტანოს, კერძოდ 2008 წლის ომსა და ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. დღეს 27 სექტემბერია და მოგეხსენებათ არის მტკივნეული დღე თითეული ქართველისთვის"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი შეფასებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენა, რომ აუცილებელი იყო მათი მხრიდან რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება, რათა ამას არ მოჰყოლოდა შედეგები იგივე უკრაინის სახით. "მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად აცნობიერებს იმას რომ საჭიროა მკაფიო ნაბიჯების გადაგმა, რათა არ იყოს დაშვებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგელების განცხადებები ამ საკითხზე სადაც ისინი ამახვილებენ ყურადღებას , რომ გაერო უნდა გადაიქცეს უფრო ეფექტურ ორგანიზაციად და ეს მექანიზმები იყოს ეფექტიანად გამოყენებული" აღნიშნა ზალკალიანმა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)