|
2018-09-27 23:28:01, 2001 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია
100 წლის წინ დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებით საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამით ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა - ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერეალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი დღესაც უცვლელია, რაც ევროპული იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. "საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი შეტანილი წვლილით ყოველთვის იყო ევროპის ორგანული ნაწილი და დღესაც ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით განაგრძობს ამ გზაზე წინ სვლას. 100 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები და პრინციპები დაედო საფუძვლად, რომლებიც დღემდე აქტუალური და პროგრესულია. ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან - 100 წლის წინანდელ საქართველოს მრავალპარტიულ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ქალი, რაც იმდროინდელი დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი დიდი იშვიათობა იყო. სწორედ ასეთ დიდ მოვლენას, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს წელს ჩემი ქვეყანა, რომელმაც 27 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენება დაიწყო. ეს თითქოს ისტორიისთვის ცოტაა, თუმცა, ბევრია იმ ქარტეხილებისთვის, რომელთა გადატანაც ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას მოუწია. დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)