18:07 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 17:02:10, 582 ნახვა

სხვადასხვა
"დელტაში" უარყოფენ, რომ რეგიონებში უხვი ნალექი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებას უკავშირდება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა რეგიონში უხვი ნალექი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებას უკავშირდება, მცდარს უწოდებენ.

"დელტაში“ განმარტავენ, რომ გასული სამი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესების ინტენსიურობას სტიქიური სახე ჰქონდა.

„დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა 6500 კმ2-ს გადააჭარბა, რაც სისტემის სამუშაო ტერიტორიის ნახევარზე მეტია. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მთელი სისტემა და მართვის ცენტრი შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცულობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა.

„გასროლილი იქნა 300-ზე მეტი რაკეტა, რამაც სტიქიის შემსუბუქების თვალსაზრისით ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. ის საკმაოდ დიდი ზარალი რომელიც სეტყვის და ქარის ტანდემისგან იყო მოსალოდნელი, მაქსიმალურად თავიდან იქნა აცილებული. მოარული ხმები თითქოსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსული უხვი ნალექი დაკავშირებულია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებასთან, ძირეულად მცდარია. სისტემის მუშაოების სპეციფიკიდან და პრინციპიდან გამომდინარე მსგავსი კავშირი გამორიცხულია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაოების შედეგად, ღრუბელში არსებული ნალექის ადგილზე ჩამოწვიმება ხდება და არა ღრუბლის მასების ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადადევნა“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

რაც შეეხება მსგავსი სისტემის საქართველოს სხვა რეგიონებში დამონტაჟებას, „დელტაში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სრული ტერიტორია შესწავლის პროცესშია.

„სისტემის მოსაწყობად საჭიროა მთელი რიგი წინასწარი სამუშაოების და კვლევების წარმოება. სამუშაოების დასრულებისთანავე სსსტც „დელტა“ მზად იქნება მსგავსი სისტემის სხვა რეგიონებში მოწყობისათვის. თავად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ისევე როგორც კვლევითი თეორიული მასალა და სეტყვასაშიშ ნალექებზე აქტიური ზემოქმედების პრინციპები მთლიანად საქართველოშია შემუშავებული. სსსტც „დელტაშია“ დაპროექტებული და დამზადებული დღეს მომუშავე სისტემის მექანიკური და ელექტრონული ნაწილი. ზაფხულის ბოლომდე კი დაგეგმილია თავად სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების საქართველოში დაწყება“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics