22:15 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 17:23:43, 2056 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს „ურჩი მინისტრების“ დასჯის მოთხოვნით მიმართა

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მინისტრების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის თაობაზე წერილით მიმართა. 

როგორც ფრაქციის განცხადებაშია ნათქვამი, დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მინისტრი დაიბარეს, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდნენ. 

"2018 წლის სექტემბრის თვეში,  ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე დაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალიკიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. არცერთი დასახელებული პირი  ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრების მიერ მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციური უფლებების იგნორირება და მისი დაკნინების მცდელობაა.

შესაბამისად, ფრაქციამ, ირაკლი კობახიძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო მოვალეობაა პარლამენტის ავტორიტეტის დაცვა და რეგლამენტის აღსრულება, მიმართა თხოვნით უზრუნველყოს ურჩი მინისტრების გამოცხადება ფრაქციის სხდომაზე. ამასთანავე, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვსსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 289-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ რეგლამენტის დარღვევას ეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოხდეს რეგლამენტის დარღვევის აღნიშნული ფაქტების განხილვა  და საკითხი სათანადო რეაგირების  მიზნით გადაეცეს პარლამენტის ბიუროს", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics