22:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 16:39:03, 2133 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" უმაღლესი დონის დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალს და ჩრდილოანლანტიკური ალიანსის გაფაროების პერსპექტივებს უკავშირდება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის განსაკუთრებული წვლილის ხაზგასმა იქნება.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უმაღლესი დონის დისკუსიისას საუბარი შეეხება საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს: ქვეყნის უსაფთხოების, ოკუიპირებული ტერიტორიების და ზოგადად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის შესახებ.

ფხალაძის თქმით, პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაცია ექნება თავის კოლეგებთან.

გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი დღესვე ამერიკული ფონდის "Appeal of Conscience Foundation" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას "2018 Annual Awards Dinner" დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.

წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი" თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics