|
2018-09-25 23:42:40, 2038 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-კანადის ურთიერთობებს და მაღალი დონის ორმხრივ მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით არსებულ გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო საინვესტიციო კლიმატითა და შესაძლებლობებით საინტერესო ადგილია კანადის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ კუთხით მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების დროულ გაფორმებას. განსაკუთრებით აღინიშნა კანადის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას, რაც ორმხრივ თანამშრომლობას ახალ დინამიკას შესძენს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „ღია მმართველობის პროგრამის" კანადის თავმჯდომარეობას, რომელიც ამ პოზიციას საქართველოსგან გადაიბარებს. მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს OGP-ის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი და საქართველოს ინიციატივები.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)