|
2018-09-25 00:12:42, 2591 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გააცნო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს შტაბბინაში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში მიიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია და მზადყოფნა გამოთქვა, თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)