|
2018-09-24 16:59:50, 2137 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მერაბიშვილის მკურნალობა მცდარი გზით წავიდეს - მისი მდგომარეობა დამძიმდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმართელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. "დღეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვამცნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რასაც მოწმობს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოგზავნილი 13 სექტემბრის წერილი. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი "დიაგნოზი" - კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები - პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით. 12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად. შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)