23:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 16:16:54, 2220 ნახვა

სხვადასხვა
BBC - ფსიქოლოგებმა ჰომოფობია შესაძლოა დაავადებად აღიარონ

ფსიქოლოგებმა ჰომოფობია შეიძლება დაავადებად აღიარონ, - ამის შესახებ ვრცელ მასალას BBC აქვეყნებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია უარი თქვეს მცდელობებზე, შეცვალონ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, რადგან არსებობს კონსენსუსი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება იმკურნალო ის, რაც დაავადებად არ არის აღიარებული. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰომოსექსუალიზმის დაავადებად მოხსენიება 1973 წელს შეწყვიტეს. 1990 წელს, ანალოგიური გადაწყვეტილება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო. 

განსხვავებით ჰომოსექსუალობისა, ექიმების და ფსიქოლოგების შესწავლის საგანი დღეს ჰომოფობია გახდა. 

"ირაციონალური შიშები"

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯორჯ ვაინბერგმა, რომელმაც ეს ტერმინი მოიფიქრა, ჰომოფობიას ასეთი განმარტება გაუკეთა - "ჰომოსექსუალთან მჭიდრო კავშირის შიში". თავის წიგნში, რომელიც ვაინბერგმა 1972 წელს დაწერა, ფსიქოლოგი წერდა: "არადროს ვაღიარებდი პაციენტს ჯანმრთელად, თუ ის არ იტყოდა უარს ჰომოფობიაზე". 

რომის უნივერსიტეტის სამედიცინო სექსოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის პროფესორი ემანუელ ჯანინი აცხადებს, რომ ჰომოფობია - აისბერგის მწვერვალია. მისი შიფასებით, ეს მოვლენა პიროვნების გარკვეულ თვისებებთანაა დაკავშირებული და თუ მას ძალადობრივი გამოვლინება აქვს, შესაძლოა ფსიქიკურ დაავადებად აღიარონ. 2015 წელს ჯანინიმ Journal of Sexual Medicine-ში გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ჰომოფობია და ფსიქოტიზმი დააკავშირა. (ფსიქოტიზმი - ხასიათის თვისება, რომლის გამო ადამიანი მიდრეკილია აგრესიისკენ). კონსერვატიულად განწყობილმა კრიტიკოსებმა სექსოლოგის აზრს "ლგბტ-ს მხარდასაჭერი სისულელე" უწოდეს. 

"კულტურის ფაქტორი"

ჯანინის ახალ წიგნში მან და მისმა კოლეგებმა დეტალურად განიხილეს კულტურის სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ახასიათებთ შესამჩნევი ჰიპერმასკულინიზმი, ქალთმოძულეობა და მორალიზაცია. 2017 წლის კვლევაში მათ იტალიელი (კათოლიკური ქვეყანა), ალბანელი (მუსლიმური ქვეყანა) და უკრაინელი (მართლმადიდებელი ქვეყანა) სტუდენტების შედეგები შეადარეს.  "საინტერესოა, რომ თვითონ რელიგია ჰომოფობიის დონესთან კორელაციაში არ შედიოდა. უფრო მეტად, სამივე რელიგიის ფუნდამენტალური ხედვები მოქმედებდა ადამიანში ჰომოფობიის დონეზე", - ამბობს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ეკლესიის მსახურები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ცოდვის წინააღმდეგნი არიან თუმცა არა ცოდვის ჩამდენის, თუმცა ზოგიერთი მღვდელი აღიარებს, რომ მორწმუნეები ხშირად ვერ გებულობენ წმინდა წერილს და თავიანთ აგრესიულ ქმედებებს, რელიგიის დაცვის მოტივით ახორციელებენ. 

"ენის ძალა

"ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი გამოთქმა, რომელსაც სასულიერი პირები იტენებენ, ნეგატიურ დამოკიდებულებას ვადებ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ. ჰომოფობია ადამიანის თანდაყოლილი თვისება არაა. ამ ფობიას ადამიანი იძენს ცხოვრების განმავლობაში", - ამბობს ირლანდიელი აქტივისტი ტიერნან ბრეიდი. მისივე თქმით, ლგბტ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება სხვადდასხვა ქვეყანაში იცვლება, თუმცა აქტივისტი დასძნეს, რომ ეს ცვლილებები საკმარისი არაა.

"ეკლესია არის ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილი და ჰომოფობია ვითარდება ისეთ სფეროებში როგორიცაა სპორტი, პოლიტიკა და კულტურა", - აცხადებს აქტივისტი.

"სტერეოტიპების ძალა"

 პატრიკ რ. გრჟანკა, რომელიც ტენესის უნივერსიტეტის პროფესორია და ჟურნალ Journal of Counseling Psycholog-ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ჰომოფობია დამოკიდებულია სტერეოტიპებზე. ის მიიჩნევს, რომ განათლება სტერეოტიპების დამსხვრევის ყველაზე სანდო მეთოდია. 

"ჩვენ უნდა ჩავატაროთ სხვადასხვა კამპანიები და ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ გეები ერთმანეთს არ გვანან და ერთი ჰომოსექსუალის გაცნობით, არ უნდა შექმნან განწყობა სხვების მიმართ. ასევე იმაში, რომ სექსუალური ორიენტაცია - არ არის ისეთი რამ, რასაც შეცვლი", - ამბობს გრჟანკა. 

პროფესორს მაგალითისთვის 1999 წლის ამერიკა მოჰყავს, რა დროსაც მოსახლეობის მესამედი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინების წინააღმდეგი იყო, ხოლო 20 წლის გასვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა უკვე მესამედი უჭერს მხარს. 

BBCის მიერ მომზადებულ მასალაში წერია, რომ ჯერჯერობით უცნიბია შესაძლებელია თუ არა ჰომოფობიისგან განკურნება, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ფობიის ახსნას უახლოვდებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics