18:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 14:14:34, 887 ნახვა

რეგიონი
ბათუმში „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა“ მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR), სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, კონფერენცია სახელწოდებით: „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა“ მიმდინარეობს.

კონფერნციას ესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) წარმომადგენლები და ექსპერტები ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი, ბელორუსია, თურქეთი.

შეხვედრა ეძღვნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების წარმატებით იმპლემენტაციას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური მიდგომების საშუალებით.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ზოონოზური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ნაწილში გაცვალონ ინფორმაცია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერების მიზნით გააუმჯობესონ არსებული მონაცემები ლაბორატორიულ-ეპიდემიოლოგიური კოორდინაციის გზით; „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომები გამოიყენონ ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გადასაჭრელად; BNSR-ის პლატფორმა გამოიყენონ ენდემური და აღმოცენებადი დაავადებების საფრთხეებისგან თავდასაცველად. ზემოაღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ამოცანას ასევე წარმოადგენს ქსელის გაფართოება და თანამშრომლობის განვითარება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: მოლდოვა, უზბეკეთი, ბელარუსი, თურქეთი და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics