21:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 12:54:11, 1509 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში

"ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს იმ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ორპარტიული მხარდაჭრა.   

„საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, გადაწყვეტილებებში მონაწილე უწყებების მხრიდან კონსესუსის მიღწევა აშშ-ში.  საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭრა.  შესაბამისად, ჩვენი პოზიციები აშშ-ში არის ძალიან მტკიცე და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ვახორციელებთ. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ  ჩვენ ვართ მოხარულები იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics