|
2018-09-23 12:51:54, 1306 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა
"ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს. როგორც მთავრობის მეთქურმა აღნიშნა, ანგარიში კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა და იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან. „ჩემი ვიზიტით ყოფნის პერიოდში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რაც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.ანგარიში არის ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას და შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)