12:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 13:55:27, 1622 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე  საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიდმინარე პროცესებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბიულურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილების მიზნით 24-28 სექტემბერს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასაბლეის სესიაზე, გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ასევე ორგანიზაციის წვერი ქვეყნების

წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics