|
2018-09-21 18:50:55, 872 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი“-ში ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ. კონფერენცია სამ ბლოკისგან მედია და კონფლიქტები, ომისა და მშვიდობის გაკვეთილები და ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვის შედგებოდა და მას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა. ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები აფხაზეთზე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ომისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ბლოგერებმა, მწერლებმა, პუბლიცისტებმა, დრამატურგებმა და სტუდენტებმა. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედია-საშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება, ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება. სასტუმროს ფოიეში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა აფხაზი კოლეგებისადმი მიმართვა მიიღეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)