|
2018-09-21 16:46:08, 1846 ნახვა
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 20 სექტემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კომისია მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, და რეკომენდაციით მიმართავს: 1. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს: გაითვალისწინონ და მხედველობაში მიიღონ საქართველოს პრეზინდეტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ 2018 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი მემორანდუმი, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაცია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად შეთანხმდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ერთიან სტანდარტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების აკრძალვას. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის ელ-ფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის ოფიციალური ვებ-გვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის (მათ შორის ზემოხსენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება) გამოყენება იკრძალება, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. 2. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს: მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებს კიდევ ერთხელ შეახსენონ უკვე გამოცემული განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს თვითმმართველი ერთეულებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან განმარტებითი სამუშაოს წარმოება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
(NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)