21:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 16:11:29, 2237 ნახვა

პოლიტიკა
„აწი ბურთი თქვენს მოედანზეა, კარგად ბრძანდებოდეთ“ - „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის სხდომა დატოვა

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავდნენ, დატოვა.

დარბაზის დატოვებამდე დეპუტაატებს სიტყვით, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ მიმართა:

"ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. რეკომენდაციები გამოქვეყნებულია, კომისიის დასკვნა გამოქვეყნებულია და ის მეტ ლეგიტიმაციას არ საჭიროებს, ყველაფერი საჯაროა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დასკვნას მხარს უჭერს სახალხო დამცველი და მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებამ ყველაფერი თავისი თვალით ნახა და ყველაფერი კარგად მოისმინა. აწი ბურთი არის თქვენს მოედანზე, ამის იკით როგორც ჩათვლით ისე მოიქეცით, მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ", - მიმართა კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

ამის შემდეგ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა დასრულდა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატები ამავე საკითხზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დადგენილებას განიხილავენ. სიტყვით გამოსვლები ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით დაიწყო, რა დროსაც "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს:

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ტოვებენ დარბაზს სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე და ისინი გაიქცნენ დარბაზიდან. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგნა საპირისპირო არგუმენტები დადგენილებისა, რომელიც "ოცნებამ" წარადგინა არ არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics