|
2018-09-21 13:43:55, 4357 ნახვა
მსოფლიო
ფრანგულმა სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული შემოწმების გავლა მოსთხოვა
ფრანგულმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ფსიქიატრიული შემოწმების გავლა მოსთხოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა სასამართლოს შესაბამისი ბრძანება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ამ გადაწყვეტილებას "შეშლილი უწოდა". ლეპენის თქმით, ის შემოწმების გავლას არ აპირებს. ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა Twitter-ში 2015 წელს ISIS-ის ძალადობის ამსახველი 3 ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი იყო გამოსახული, რომელსაც ტერორისტებმა თავი მოკვეთეს. ამის გამო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ერთ-ერთი საქმის ფიგურანტის გახდა. 2017 წლის 8 ნოემბერს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა. რაც შეეხება სასამართლოს ბრძანებას, დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს სურს გაიგოს აქვს თუ არა მას ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პრობლემები და აცნობიერებს თუ არა ქმედებას, რომელსაც სჩადიოდა. პროკურორის განმარტებით, სასამართლოს მოთხოვნა რიგითი პროცედურაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)