22:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 12:01:21, 1953 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ.ტ.-მ თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. ნ.-ს, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„სამართალდამცველებმა თ.ტ. 2018 წლის 18 მარტს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ თ.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics