18:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 11:34:50, 674 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციის „ჯეოანესთეზია 2018“ გახსნას დაესწრო

ბათუმი ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

„ჯეოანესთეზია 2018“, დღეს, სასტუმრო “SHERATON” - ში გაიხსნა. კოფერენცია “ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგთა კავშირის” ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის გახსნას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმი უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების, კონგრესების და ფორუმების მასპინძელი ქალაქია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკლოგთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის მთავრობა.

კონფერენცია აკრედიტირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები (15 კრედიტ–ქულით). კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი ვორქშოპი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციას დაესწრება ხუთასამდე დელეგატი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ანესთეზიოლოგია–ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2016“, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპიკერები 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და გამოითქვა სურვილი – ჯეოანესთეზიამ მიიღოს პერმანენტული ხასიათი. მსგავსი ფორუმები მიზნად ისახავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოვებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა არამარტო ანესთეზიოლოგიისა და ზოგადად – კრიტიკული მედიცინის, როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი მედიცინის დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ მეანობაში, პულმონოლოგიასა და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვისაც. კონფერენცია დასრულდება 23 სექტემბერს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics