|
2018-09-21 10:29:41, 1824 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატო-ში ვიხილავთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, ვაშინგტონი სულმოუთმენლად ელოდება, რომ ერთ დღეს საქართველო ნატო-ში იხოლოს. მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მისი მხარდაჭერა დაუდასტურა. “სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა. ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატო-ში ვიხილავთ. აშშ აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)