20:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 15:40:58, 1835 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს: ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას უმრავლესობის წევრებს - ლევან გოგიჩაშვილსა და აკაკი ზოიძეს შორის კამათი მოჰყვა.

სიტყვით გამოსვლისას გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და მას პრინციპულად შეეწინააღმდეგება.

„მე პრინციპულად შევეწინააღმდეგები ამას ნებისმიერი ფორმით. გეუბნებით სრული სერიოზულობით. ძალიან გთხოვთ მითხარით, მთავრობის რომელი წარმომადგენლის, ან რომელი უწყების, ან ვისი პოზიციაა, რომ ეს საკითხი არის ასეთ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ სახელებს ვითხოვ, ვინ ლობირებს მთავრობიდან, რომ ეს საკითხი იყოს დაშვებული და რა დასაბუთება არსებობს, რომ ეს ვინმე კონკურენციას აზიანებს. საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს. კაკი ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს.

საპასუხოდ, ზოიძემ კოლეგას მიმართა, „რაღაც სისულელეებზე ნუ ეჭიდავებოდა“. მანვე აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანია, სწორედ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს:

„ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ.

ვითარება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics