20:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 12:39:35, 1608 ნახვა

პოლიტიკა
„სრული ფორმალობა, ფარსი და კლოუნადა“ – „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძე კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი თავს ესხმის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც.

"ევროპული საქართველო მონაწილეობდა უწყებათაშორისი საარჩევნო კომისიის მუშაობაში. ჩვენ წარვადგენდით ჩვენს პრეტენზიებს, საჩივრებს, ვაფიქსირებდით დარღვევებს, მაგრამ ამ კომისიის მუშაობა როდესაც თავჯდომარეობს ქალბატონი წულუკიანი არის სრული ფორმალობა, ფარსი, კლოუნადაც კი. ისე ცდილობს წიყვანოს ეს პროცესი ქალბატონმა წულუკიანმა. დახურულია მედიისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს შიგნით რაც ხდება. არცერთ დარღვევაზე არ დაფიქსირებულა ადეკვატური რეაგირება. მინისტრი თავს ესხმის არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც და პრაქტიკულად იქ დარჩენის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ და სანამ ეს ესეა, სანამ ასეთი ფარსია, სანამ ასეთი პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი ხელმძღვანელობს ამ პროცესს ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, რომ გავაგრძელოთ ყოფნა და მუშაობა აღნიშნულ კომისიაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics