20:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:50:09, 2105 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში  ბრალდებული ო.მ.  დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.ზესტაფონში ძარცვისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს ი.კ.-ს საჯარო მგზავრობის საფასურის გარეშე, სკოლასთან მიყვანა სთხოვეს, რაზეც ტაქსის მძღოლი დათანხმდა. უწყების ცნობით, დანიშნულების ადგილზე მისულებმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს დამატებით სხვა ადგილას მიყვანა სთხოვეს, თუმცა ი.კ.-მ მათ უარი განუცხადა შემდგომი მომსახურების გაწევაზე. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ლ.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

„გამვლელი მოქალაქეების ჩარევის შედეგად ლ.გ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2017 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ო.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ლ.გ.-ს  განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ო.მ.-ს 160 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით  განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics