|
2018-09-19 12:20:36, 4105 ნახვა
მსოფლიო
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. შეკინის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თათბირის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)