|
2018-09-19 11:32:26, 747 ნახვა
რეგიონი
აბუსელიძეები ახალი სამანქანო გზით წელს პირველად ისარგებლებენ
შუახევის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაიგო. როგორც შახევის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. „მუნიციპალიტეტის მერია დიდ ყურადღებას აქცევს სოფლის უბნებში ახალი სამაქანე გზების გაყვანას. ახალი სამანქანე გზის მშენებლობა უკვე დასრულდა ლაკლაკეთში აბუსელიძეების უბანში. უბანი სადაც სამანქანე გზა არასოდეს ყოფილა მოსახლეობა საჭირო მარაგს წლების განმავლობაში სოფლის ცენტრიდან ხელით ეზიდებოდა. შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით აბუსელიძეები წელს სამანქანე გზით პირველად ისარგებლებენ. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გაიჭრა ახალი გზა რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 841 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს შპს ,,აკო 777“ აწარმოებდა. დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებმა დაათვალიერეს“, - აცხადებენ შუახევის მერიაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)