12:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 22:32:15, 2297 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
 
პრემიერმა  მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის; იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება  მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში.
 
სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების  ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.
 
სენატორმა გრემმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ ლიდერია რეგიონში. 
 
სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან დადებითად შეაფასა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
სენატორმა ასევე  გამოხატა მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო  მისიებში მონაწილეობისთვის.   
პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
 
სენატორმა ლინდსი გრემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics