|
2018-09-18 18:20:12, 1572 ნახვა
საზოგადოება
თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესახებ ,,საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი თამარ გუდავა საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამგვარი შეთანხმებებისგან წინასაარჩევნო პერიოდში? - უპირველესად, მსგავსი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა ცესკოს მიმართ, ამ დოკუმეტის არსებობით უპასუხებს. ნიშანდობლივია ის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, ოპოზიციურია და თითქმის მუდმივად კრიტიკის რეჟიმშია ცესკოს საქმიანობის მიმართ. თუმცა, ამ ინიციატივით, ფაქტია რომ ცესკო მზადაა მათთან თანამშროლობისთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც თავიანთ დასკვნებში შენიშვნები აქვთ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასთან დაკავშირებით, ნაკლებად ექნებათ შემდგომში კრიტიკის საფუძველი, რადგან უკვე თავად იქნებიან ცესკოსთან ერთად ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარანტი. კერძოდ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. ანუ, მანიპულაციებისთვის ადგილი აღარ რჩება არცერთ დაინტერესებულ მხარეს. - ანუ, ეს ნიშნავს რომ უფრო ზუსტად განისაზღვა რა შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და რა, არა? - ამ დოკუმენტით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, რომელიც ადრე დავის საგანი იყო, არის ერთგვაროვნად აღქმული. მემორანდუმში საუბარია იმ ტექნიკურ მხარეზეც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ახლავს საარჩევნო პროცესს. ამაში იგულისხმება სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და ასახვაც. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ სმიტი. USAID -ის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი თანამშრომლობა ცესკოსთან, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის გარანტია. USAID-ის და IFES -ის უშუალო მხარდაჭერით, ცესკომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გააფრომა, რაც არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს ცესკოს და შსს-ს შორის გამოფორმებული უკვე რიგით მესამე მემორანდუმია. მანამდე 2016 და 2017 წლებში გაფორმდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წლებში საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებისთვის და მისი გაუმჯობესების მიზნით მეტი პასუხისმგებლობაა აღებული, რომელსაც სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)