01:10 - 22 Oct, 2026
|
2018-09-18 17:08:33, 1100 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულმა აფხაზეთმა პირველი ე.წ. კუპიურა გამოუშვა
ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ე.წ. კუპიურა გამოუშვეს, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "კუპიურა" 500 აპსარის (5 ათასი რუბლის) ნომინალისაა. "პირველ აფხაზურ კუპიურაზე პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ის 1992-93 წლებში აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვებას უკავშირდება. პირველი ქაღალდის ბანკნოტის გამოშვება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის", - განაცხადა დე-ფაქტო ცენტრალური ბანკის "თავმჯდომარემ" ბესლან ბარათელიამ. ბრუნვაში ბანკნოტი 29 სექტემბრიდან ჩაეშვება. მისი ზომა 150X65 მილიმეტრია და ტირაჟი 10 ათასი ცალი იქნება. მისი ძირითადი ფერები ყავისფერი და მწვანეა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)