|
2018-09-18 12:32:20, 1459 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ
ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დროის შუალედის შემცირება მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. „პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას, მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება იგეგმება. „მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ ახალი შემადგენლობების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ ძველი ვაგონების მოდერნიზებას და გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის ერთ-ერთი კომფორტული საშუალება იყოს. ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად, ავტობუსების არსებული პარკი, რაც მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლისთვის მთლიანად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში, მეტრო თბილისელებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი იქნება.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)