17:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:30:04, 522 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

დღეს აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ღონისძიებას რეგიონში მოქმედი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესომბუდსმენის აჭარაში წარმომადგენლის დანიშვნის და კერძო სექტორთან მჭიდრო და ღია თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 მისი თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყოს რეგიონში მოქმედ ბიზნეს-სექტორში არსებული პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს გავუსვა ხაზი, რომელიც აჭარის მთავრობის ბიზნესთან ურთიერთობაში იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ბიზნესის ინვესტიციების მიმართ გარანტიების შექმნას და ხელშეუვალობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი მთავარი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენ შევქმნათ ინსტიტუციური გარემო. დღევანდელი დღე არის ამის მნიშვნელოვანი დადასტურება. იმისთვის, რომ ერთი ბიუროკრატის ან ერთი ჩინოვნიკის ნებაზე არ იყოს ბიზნესი დამოკიდებული, მნიშვნელოვანია შეიქმნას ის ინსტიტუციები, ასევე ის თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი როგორც კაპიტალზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაზე. ამ კუთხით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

ტარიელ გიორგაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი. 2014-2018 წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics