|
2018-09-18 12:08:05, 847 ნახვა
საზოგადოება
ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით კომპანია „იქს 2“-ია დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულმა კომპანიამ კონკრეტულ ლოკაციაზე ტექნიკური კვლევა უნდა ჩაატაროს. „ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა პირველი გამოცხადების შედეგად, ინტერესი არავის გამოუხატავს და პროცესი თავიდან გამოცხადდა. ამ ეტაპზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას კი, ვალდებულება აქვს, რომ ხუთი თვის განმავლობაში, ტექნიკური კვლევა ჩაატაროს. ამ პროექტის განხორციელებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტთან ერთად, კომპანიაც მიიღებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევები დადებითი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რასაც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს. „ვიცით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განვითარება დედაქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ პარკირების სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ პროექტებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)